Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაშავებული მაღაროელების მდგომარეობა გართულდა


ტყიბულის მაღაროში, 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გართულდა - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს დამწვრობის ცენტრიდან აცნობეს. შვიდი დაშავებული მაღაროელი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გასული კვირის ბოლოს გადაიყვანეს და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფებიან. ექიმების განმარტებით, პაციენტებს, რომლებსაც სხეულის დამწვრობის გარდა, მოტეხილობებიც აქვთ, ინტოქსიკაცია დაეწყოთ. მათივე თქმით, მსგავს შემთხვევებში, პირველი 10 დღის განმავლობაში, როგორც წესი, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. შეგახსენებთ, რო ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG