Accessibility links

ჯო ბაიდენი ერაყს ეწვია ამ ქვეყანაში აშშ-ის საბრძოლო ოპერაციების დასრულებასთან დაკავშირებით


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერაყს ეწვია და დაესწრება 1 სექტემბრისთვის დაგეგმილ ცერემონიას, რომლითაც ერაყში აშშ-ის საბრძოლო ოპერაციების დასრულებას აღნიშნავენ. ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მრჩევლის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი და ბაიდენი სამშაბათს შეხვდებიან ერთმანეთს პოლიტიკურ ვითარებაზე, აშშ-ის ჯარების გაყვანასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ერაყელებისთვის გადაბარებაზე მოსალაპარაკებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს ბაიდენი ერაყის ოფიციალურ წარმომადგენლებს მოუწოდებს, შეთანხმდნენ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდა 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG