Accessibility links

logo-print

ავღანეთში საერთაშორისო ჯარის შვიდი ჯარისკაცი დაიხოცა


ნატოს მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ჯარის შვიდი ჯარისკაცი დაიხოცა ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად. ნატოს თანახმად, ერთმა ინციდენტმა ხუთი სამხედრო შეიწირა, ორი - სხვა შემთხვევისას დაიღუპნენ. დეტალებზე ცნობაში არაფერია ნათქვამი.
ავღანეთშივე ქალაქ ჯალალაბალში ნანგარჰანის პროვიციის ერთ- ერთი რაიონის ხელმძღვანელის, სიად მოჰამად ფალავანის მანქანაში ჩადებულმა ბომბმა ფალავანი ადგილზე მოკლა, როცა მანქანა ადგილობრივი მმართველობის ტერიტორიაზე შედიოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG