Accessibility links

logo-print

აშშ ოფიციალურად გამოაცხადებს ერაყში საომარი ოპერაციების დასრულებას


დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად გამოაცხადებს ერაყში საომარი ოპერაციების დასრულებას, რომელიც შვიდწელიწადნახევარი მიმდინარეობდა. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრი სახლის ოვალური ოთახიდან ამერიკელ საზოგადოებას მიმართავს. სამხედრო საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც პირველ სექტემბერს ერაყში გაიმართება, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ჩავა. 2003 წლის მარტში, როდესაც ერაყში ამერიკული შენაერთები შევიდნენ, სენატორი ბარაკ ობამა აღნიშნული ქმედების წინააღმდეგ გამოვიდა. 2008 წელს კი მან ერაყში ომის დასრულება, თავისი საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქცია.

XS
SM
MD
LG