Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამსტერდამში ორი მამაკაცი მათ კუთვნილ ბარგში საეჭვო ნივთების აღმოაჩენის შემდეგ დააკავეს


როგორც ამერიკული ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, ამსტერდამში ორი მამაკაცი მას შემდგე დააკავეს, რაც აეროპორტის ამერიკელმა თანამშრომლებმა, ბარგის შემოწმებისას, მათ კუთვნილ ჩანთებში ისეთი საეჭვო ნივთები აღმოაჩინეს, როგორიც არის დანები, საათები და ასევე მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც მიწერილი იყო წამლის ბოთლზე. თუმც მათ მოგვიანებით, ნაპოვნი ნივთები არ მიიჩნიეს საზოგადოებისათვის საშიშ საგნებად და დაკავებულებს მგზავრობის გაგრძელების უფლება მისცეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფოში აღნიშნულ პირებს ბრალი ედებოდათ ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში. თუმცა ამერიკული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს.

XS
SM
MD
LG