Accessibility links

logo-print

საფრანგეთის მთავრობა ბოშების დეპორტაციას აგრძელებს


საფრანგეთის მთავრობა კვლავაც გააგრძლებს საფრანგეთში არალეგალურად მცხოვრები ბოშების დეპორტაციას. მინისტრი იმიგრაციის საკითხებში ერიკ ბესონი აცხადებს, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმართული იქნება აღნიშნული პროცედურის გამარტივებისაკენ. კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტს სექტემბერში წარედგინება. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარიზში, ყოველი მეხუთე ქურდობა რუმინეთიდან არალეგალურად ჩასული ადამიანების მიერ არის ჩადენილი.

XS
SM
MD
LG