Accessibility links

logo-print

გადადგა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი


თანამდებობიდან გადადგა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ აკადემიური წრის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულება შესთავაზეს. კვიტაშვილის განმარტებით, დღეს გაიმართება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელიც მის კანდიდატურაზე იმსჯელებს, ამიტომ მინისტრის პოსტიდან გადადგომის განცხადება დაწერა, რათა გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოსთვის ხელი არ შეეშალა.
XS
SM
MD
LG