Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენი კარზაისთან შეხვედრას „შემაშფოთებელს“ უწოდებს


კონგრესმენი აშშ-ის დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც ცოტა ხნის წინათ დაბრუნდა ავღანეთიდან, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის აკრიტიკებს კორუფციასთან არასაკმარისი ბრძოლის გამო. რიკ ლარსენმა, რომელიც ვაშინგტონის შტატს წარმოადგენს, ასევე განაცხადა, რომ კარზაიმ მეტი უნდა გაკეთოს, რათა ავღანეთი ალ-ყაიდის თავშესაფრად არ გადაიქცეს მას შემდეგ, რაც ქვეყანას ამერიკული ჯარი დატოვებს. ლარსენმა „ასოშიეტიედ პრესს“ უთხრა, რომ ავღანეთის პრეზიდენტთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ „შეშფოთებული“ გამოვიდა. ის განსაკუთრებით შეაწუხა იმან, რომ კარზაი ქვეყნის პრობლემებს ყველას აბრალებდა საკუთარი თავის გარდა.
XS
SM
MD
LG