Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე კვიტაშვილი თანამდებობიდან გადადგა


თანამდებობიდან გადადგა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ აკადემიური წრის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულება შესთავაზეს. კვიტაშვილის განმარტებით, დღეს გაიმართება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელიც მის კანდიდატურაზე იმსჯელებს. კვიტაშვილმა მინისტრის პოსტიდან გადადგომის განცხადება დაწერა, რათა გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოსთვის ხელი არ შეეშალა.
XS
SM
MD
LG