Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა დამცველები დღეს საღამოს მოსკოვში აქციის გეგმავენ


უსაფრთხოების ზომები დილიდანაა გაძლიერებული მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანზე, სადაც დღეს საღამოს ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველები კონსტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად კვლავ აქციის გამართვას აპირებენ. რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს მოსკოვის მილიციაში დღეს განუცხადეს, რომ არასანქცირებული მიტინგის ჩატარებას არ დაუშვებენ და აქციის სხვა მონაწილეთა მსგავსად დააკავებენ ევროპარლამენტის დეპუტატებსაც. ფინელი, ჰოლანდიელი, ესტონელი და ლიტველი ევროპარლამენტარები, რომელთა შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეცაა, დღევანდელ აქციაზე მისმა ორგანიზატორებმა მიიწვიეს.
XS
SM
MD
LG