Accessibility links

logo-print

სალონიკში დიპლომატიური წარმომადგენლობების ავტომანქანები დაწვეს


საბერძნეთის ქალაქ სალონიკში რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების, მათ შორის საქართველოს საკონსულოს ავტომანქანების დაწვის ფაქტი საბერძნეთში საქართველოს ელჩმა ვანდალიზმად შეაფასა. ირაკლი თავართქილაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოს საკონსულოს გარდა, დაწვეს ნიდერლანდელი და უკრაინელი დიპლომატების და შავი ზღვის ბანკის კუთვნილი ავტომანქანები. თავართქილაძის განცხადებით, საელჩოსთვის ჯერჯერობით უცნობია ვანდალური აქტის ჩამდენი ორგანიზაციის ვინაობა. ელჩის ცნობით, საბერძნეთის პოლიცია ამჟამად გამოძიებას აწარმოებს.
XS
SM
MD
LG