Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისაიას ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს ლიკვიდაციით ემუქრებიან


ადვოკატები კვლავ პატიმარ ვახტანგ მაისაიას მიმართ მუქარაზე საუბრობენ და მთავარი პროკურატურისგან გამოძიებას მოითხოვენ. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა, რომ გასულ ღამით მაისაიას საკანში იმყოფებოდა გლდანის საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ვიქტორ ყაჭეიშვილი, რომელმაც პატიმარს შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა და წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიკვიდაციით დაემუქრა. ადვოკატის თქმით, ეს არ არის ვახტანგ მაისაიაზე ზეწოლის პირველი შემთხვევა, რადგან პატიმარი 24 აგვისტოს სცემეს. თავის მხრივ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მაისაიას ცემის ფაქტი უარყო.
XS
SM
MD
LG