Accessibility links

კვიტაშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩია. საბჭოს სხდომამდე კვიტაშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ მინისტრის პოსტიდან გადადგომის განცხადება დაწერა, რათა გადაწყვეტილების მიღებისას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის ხელი არ შეეშალა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის ვინაობა მომავალ კვირაში გაირკვევა - ამის შესახებ დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ კონსულტაცია უკვე დაწყებულია. ნიკა გილაურმა ალექსანდრე კვიტაშვილს ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი უწოდა, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კვიტაშვილის მინისტრობის პერიოდში, ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
XS
SM
MD
LG