Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მილიციამ ოპოზიციის დემონსტრაციების ათობით მონაწილე დააპატიმრა


რუსეთში ოპოზიციამ და უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა ისევ გამართეს უსანქციო მიტინგები, რომლებიც რეგულარულად ტარდება 31 რიცხვში, რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული შეკრების თავისუფლების დაცვის მოთხოვნით. დღეს გამოსვლები გაიმართა მოსკოვში, სანქტ პეტერბურგსა და რამდენიმე სხვა ქალაქში. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში 60 ადამიანი დააკავეს. ხელისუფლება, როგორც წესი, უარს ეუბნება ოპოზიციას დემონსტრაციის გამართვის ნებართვაზე, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ აქციის ჩასატარებლად სანქცია არ სჭირდება. მილიცია, ჩვეულებრივ, ჯერ კიდევ მანამდე არბევს ხოლმე აქციას, ვიდრე დემონსტრანტები შეკრებას მოასწრებდნენ.
XS
SM
MD
LG