Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან გავრცელებული ცნობით, ჩეჩნეთში სავარაუდო მეამბოხე მოკლეს


საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ჩეჩნეთში მძევლების გასათავისუფლად ჩატარებული ოპერაციის დროს ერთი მილიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ რუსლან ალხანოვის განცხადებით, გროზნოს რაიონის სოფელ პობედინსკოეში მილიციელებმა დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს „საეჭვო“ მამაკაცი. მან საპასუხოდ ცეცხლი გახსნა და იქვე მდებარე სახლში შევარდა, სადაც მძევლად აიყვანა სამი ადამიანი. ოპერაციის დროს თავდამსხმელი მოკლეს, მძევლები არ დაშავებულან. ამ ინციდენტის შესახებ ცნობა დამოუკიდებელ წყაროებს არ გაუვრცელებიათ.
XS
SM
MD
LG