Accessibility links

ობამამ თანამემამულეებს მიმართა ერაყში საომარი ოპერაციების დასრულების აღსანიშნავად


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლი უნდა იქცეს მშვიდობიანი, დემოკრატიული ერაყის ჩამოყალიბების საფუძვლად. ობამამ თანამემამულეებს თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან მიმართა - ერაყში საომარი ოპერაციების ოფიციალურად დასრულების აღსანიშნავად. 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ობამამ პირობა დადო, რომ ერაყში ომს დაასრულებდა და ამ ქვეყნიდან აშშ-ის ჯარს გაიყვანდა. 31 აგვისტოს შემდეგ, როცა ოფიციალურად დამთავრდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საომარი მოქმედებები, ერაყში რჩება აშშ-ის 50-ათასიანი კონტინგენტი. მისი ამოცანაა, ერაყის ხელისუფლებას დაეხმაროს ეროვნული არმიისა და უშიშროების ძალების ჩამოყალიბებაში. 2011 წლის ბოლომდე ერაყს ყველა ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს.
XS
SM
MD
LG