Accessibility links

logo-print

ქაბულში მოსწავლე გოგონები ექსტრემისტთა თავდასხმების ობიექტები ხდებიან


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ქაბულის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების მოწამვლის გამო. კლინტონის თქმით, იმ დროს, როდესაც მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს, მოსწავლეები, განსაკუთრებით გოგონები, ექსტრემისტთა თავდასხმების ობიექტები სულ უფრო ხშირად ხდებიან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭიროს ავღანეთის მთავრობას, რომელიც განათლების სფეროში ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნას ცდილობს. გასულ კვირაში ავღანეთის დედაქალაქის საავადმყოფოში მოწამვლის გამო 40 მოსწავლე გოგონა მოხვდა.
XS
SM
MD
LG