Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი კოსოვოს შესახებ ახალი რეზოლუციის პროექტზე მუშაობს


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა სერბიას, მიაღწიოს შეთანხმებას ევროკავშირთან კოსოვოს შესახებ ახალი რეზოლუციის პროექტის ტექსტზე. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა სერბიის პრეზიდენტთან ბორის ტადიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ვუკ ერემიჩთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ისურვებდა ამ საკითხზე დისკუსიებში ჩართვას. კითხვაზე - მოითხოვა თუ არა მან სერბიისგან რეზოლუციის პროექტის გამოთხოვა გაეროდან - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია. სერბიის პრეზიდენტმა ამ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, სერბია მზადაა კომპრომისებისთვის კოსოვოს რეზოლუციის პროექტზე, თუმცა აქვე დააზუსტა, რომ კომპრომისი არამც და არამც არ შეეხება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.
XS
SM
MD
LG