Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: სოსო ცინცაძე


სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი
პირველ სექტემბერს დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. მიმდინარე წლის 18 ივლისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰალმ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფედერაციული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და როგორც მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნასთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები უკვე შეთანხმებულია და ამ ეტაპზე ტექნიკური დეტალები დგინდება. რას გვპირდება აზერბაიჯანთან კონფედერაცია? რა რისკები ან რა პოზიტიური ფაქტორები შეიძლება გამოიკვეთოს აზერბაიჯანთან კონფედერაციის შედეგად. ”კონფედერაცია არ ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის შესუსტებას. კონფედერაციის სუბიექტი სუვერენიტეტს ინარჩუნებს. ვფიქრობ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ”მოსკოვი მარშზეა”, კონფედერაციის იდეა გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს”, - ამბობს სოსო ცინცაძე.
XS
SM
MD
LG