Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე "ჯენოაში" გადავიდა


საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე იტალიის „მილანიდან“ ამავე ქვეყნის უმაღლეს ლიგაში (სერია „ა“-ში) მოასპარეზე გენუის „ჯენოაში“ გადავიდა. კლუბის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 32 წლის კალაძემ „ჯენოასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კალაძის ახალმა კლუბმა წარმატებით აიღო სტარტი 28 აგვისტოს დაწყებულ ჩემპიონატში ეროვნულ ჩემპიონატში: მან სტუმრად დაამარცხა „უდინეზე“ – 1:0. „ჯენოა“ იტალიის ერთ-ერთი უძველესი იტალიური კლუბია. იგი 1893 წელს დაარსდა და ცხრაჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის წოდება. „მილანში“ გატარებული არასრული ათი სეზონის განმავლობაში კალაძემ სერია „ა“-ში 194 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან თითოჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ოქროს მედალი და ამ ქვეყნის თასი, ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, თითოჯერ მოიგო ევროპის სუპერთასი და ფიფას ეგიდით გამართული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კალაძემ 68 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
XS
SM
MD
LG