Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი: მთავრობაში ახალი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება


უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობაში ახალი საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის - პრემიერ-მინისტრის დავალებით ამის შესახებ განაცხადა მისმა პრესმდივანმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა. მან უარყო საქართველოს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ზოგმა მინისტრმა თავად დაწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ზოგს კი უახლოეს ხანში გაათავისუფლებენ. რაც შეეხება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრს, მისი ვინაობა მომავალ კვირაში გაირკვევა. ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი დღეიდან შეუდგა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულებას.
XS
SM
MD
LG