Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელისა და პალესტინელების ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ


ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებამდე, რეგიონში კიდევ უფრო გამწვავდა დაძაბულობა მას შემდეგ, რაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ოთხი მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი მოკლეს. იერიშზე პასუხისმგებლობა პალესტინელების ისლამისტურმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ იკისრა. იერიში სამშაბათს მოეწყო, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ვაშინგტონში ჩადიოდნენ შეხვედრების გასამართად. დღეს მათ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიღებს. ობამასთან შეხვედრა წინ უსწრებს ვაშინგტონშივე ხუთშაბათს ისრაელისა და პალესტინელების პირისპირ მოლაპარაკების დაწყებას. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ებრაულ დასახლებასთან გუშინ მოწყობილი იერიშის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ, როგორც ინციდენტი აჩვენებს, პალესტინელებთან მოლაპარაკებაზე ისრაელი ვერ წავა კომპრომისზე უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG