Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ბესლანის ტრაგედიის მეექვსე წლისთავს აღნიშნავენ


ბესლანში 2004 წელს მომხდარი ტრაგედიის მეექვსე წლისთავს აღნიშნავენ. ჩრდილოეთ ოსეთის ამ ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში მძევლების აყვანით დაწყებულმა ინციდენტმა, სულ ცოტა, 330 ადამიანი შეიწირა, უმეტესწილად ბავშვები. რუსეთის მედიის ცნობით, დღეს 3000-მდე ადამიანი შეიკრიბა სკოლასთან, რომელშიც 2004 წლის 1 სექტემბერს, ანუ ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, შეიარაღებულმა პირებმა 1100-ზე მეტი მძევალი აიყვანეს. ექსტრემისტები ჩეჩენი სეპარატისტების ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. მძევლების აყვანიდან მესამე დღეს სკოლის შენობაში რუსეთის უშიშროების ძალები შეიჭრნენ. ოპერაციის დროს დაიღუპა, სულ ცოტა, 330 მძევალი, რის გამოც უშიშროების ძალების მოქმედებას ბევრი კრიტიკულად აფასებს.
XS
SM
MD
LG