Accessibility links

logo-print

ანტიკრიზისული საბჭო დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით მინისტრებს პარლამენტში იბარებს


სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან დევნილთა გამოსახლების საკითხზე მსჯელობას დღეს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით აპირებდა ანტიკრიზისული საბჭო. სხდომაზე დასასწრებად ნიკა გილაური პარლამენტში არ მივიდა. ამ ფაქტმა საბჭოს წევრთა უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, საბჭოს სხდომაში მონაწილეობისა და განსახილველი საკითხის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრები, მინიმუმ, ერთი დღით ადრე, წერილობით უნდა გააფრთხილონ. მიზეზად დასახელდა ისიც, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომას უხელმძღვანელა, შემდეგ კი - ლიტვაში მიემგზავრებოდა. თავის მხრივ, ანტიკრიზისულმა საბჭომ განაცხადა, რომ ნიკა გილაურის დაბრუნებამდე სხდომაზე იწვევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს. სხდომის თარიღი დღეს არ დასახელებულა.
XS
SM
MD
LG