Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კილანავა: გალში რუსული სამხედრო ნაწილის მახლობლად აფეთქება მოხდა


ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ კოხორაში, რუსული სამხედრო ნაწილის მახლობლად აფეთქების შესახებ იუწყება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა. მისმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში თორნიკე კილანავამ სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა, რომ აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მსხვერპლის შესახებ კილანავა ინფორმაციას არ ფლობს. ოკუპირებულ გალის რაიონში სამხედრო ბაზასთან აფეთქებას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. სააგენტო ინტერფაქსს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აფხაზეთში დისლოცირებული ნაწილების ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს არანაირი აფეთქება და ხანძარი არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG