Accessibility links

logo-print

რუსულ გეოგრაფიულ ატლასში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა


”მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასის” წლევანდელ გამოცემაში, რომელიც რუსეთში სასწავლო წლის დაწყების გამო იყიდება, რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არ არიან მითითებულნი და კვლავ საქართველოს შემადგენლობაში რჩებიან. სააგენტო რეგნუმის ცნობით, ამავე ატლასში საქართველო კვლავ რჩება დსთ-ის წევრ ქვეყნად, მოკლე განმარტებაში კი, მითითებულია, რომ საქართველოში ქართველების გარდა ცხოვრობენ აფხაზები, ოსები, რუსები, სომხები დ აზერბაიჯანელები. ახალი ატლასი გამოსაცემად მოამზადა რუსეთის ეროვნულმა კარტოგრაფიულმა კორპორაციამ, რომლის პროდუქციის დამკვეთთა შორის არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, კომპანია ”ლუკოილი” და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
XS
SM
MD
LG