Accessibility links

logo-print

პაკისტანის საჰაერო იერიშების დროს, სავარაუდოდ, ათობით ექსტრემისტი დახოცეს


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ათობით ადამიანი დაიღუპა ავღანეთის მოსაზღვრე ხიბერის რეგიონში ექსტრემისტების სავარაუდო სამალავებზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად. ვარაუდობენ, რომ ამ, პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულმა რეიდებმა 55-მდე ადამიანი შეიწირა, მათ შორის ექსტრემისტების ოჯახის წევრები. ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი სამოქალაქო პირია დაღუპულებს შორის. პაკისტანის ჯარებმა ბოლო თვეებში გაახშირეს საჰაერო იერიშები სავარაუდო ექსტრემისტების წინააღმდეგ ხიბერსა და მიმდებარე რეგიონებში.
XS
SM
MD
LG