Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენის განცხადებით, ერაყის ლიდერები ახლოს არიან ახალი მთავრობის შექმნასთან


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს გამოთქვა რწმენა, რომ ერაყის ლიდერები ახლოს არიან ახალი მთავრობის შექმნასთან და რომ მთავრობის შემადგენლობაში მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აისახება. ბაიდენმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ერაყში, სადაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან ერთად იმყოფება „ოპერაცია ახალი განთიადის“ დაწყებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ამერიკელი სამხედროების ახალ მისიას, რომელიც ერაყის ჯარების მხარდაჭერასა და მათთვის რჩევით დახმარებას ითვალისწინებს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ერაყში ვიზიტით ისარგებლეს, რათა პოლიტიკური ლიდერებისთვის მოეწოდებინათ, შეთანხმდნენ კოალიციური მთავრობის შექმნაზე მარტის არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. ცერემონია, რომელზეც „ოპერაცია ახალი განთიადის“ დაწყება აღნიშნეს, ბაღდადში დღეს გაიმართა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა ერაყში აშშ-ის საბრძოლო ოპერაციების დასრულების შესახებ.
XS
SM
MD
LG