Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 14 ადამიანი დაიღუპა შიიტური პროცესიის წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების შედეგად


პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა შიიტური პროცესიის წინააღმდეგ მიმართული სამი აფეთქების შედეგად. აფეთქებები თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს. დაიჭრა 100-მდე ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქებები სამ სხვადასხვა ადგილას მოეწო ლაჰორის ქუჩებში 35 000-მდე შიიტის მსვლელობის - ხალიფა ალის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული სამგლოვიარო პროცესიის დროს. აფეთქებების შემდეგ, პროცესიის განრისხებულმა მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის სადგურსა და პოლიციის, სულ ცოტა, ერთ სატვირთო მანქანას. აფეთქებები დაგმო პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რეზა გილანიმ, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები ვერ გაექცევიან მართლმსაჯულებას.
XS
SM
MD
LG