Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და პალესტინა მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად მზადყოფანს გამოთქვამენ


ისრაელისა და პალესტინის ლიდერები მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად მზადყოფნას გამოთქვამენ. ამის შესახებ განცხადება ვაშინგტონში, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. სწორედ გუშინ შედგა თეთრ სახლში ისრაელისა და პალესტინის ლიდერების შეხვედრა. ისრაელის პრემიერ მინისტრი თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას მიუბრუბდა პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს და ის, როგორც მშვიდობის პარტნიორი, ისე მოიხსენია: ”ყველა წაგებული დარჩება, თუკი მშვიდობა არ იქნება. მე აქ იმისათვის ჩამოვედი, რომ მშვიდობა ვიპოვო. აქ იმისათვის არ ჩამოვსულვარ, რომ ან ბოდიშები ვიხადო და ან ბოდიშები ვეძიო, მე აქ გადაწყვეტილების საძებნელად ვარ”, - აღნიშნავს ნეთანიაჰუ. ისრაელის პრემიერ მინისტრი გამოთქვამს რწმენას, რომ მოვიდა დრო, როდესაც ისრაელმა და პალესტინამ მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ. მომავალი შეთანხმება კი თავის თავში უნდა მოიცავდეს ორმხრივ უსაფრთხოების გარანტიებს, რომელსაც ისრაელი მოითხოვს. თავის მხრივ მაჰმუდ აბასმა დაამატა, რომ მშვიდობის შეთანხმება მომავალი წლისთვის დაიდება.

XS
SM
MD
LG