Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მომხდარმა აფეთქებამ 25 ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა


აღმოსავლეთ პაკისტანში შიიტების რელიგიური მსვლელობის დროს სამი ბომბის აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 150 -ამდე დაშავდა. ბომბები სამ სხვადასხვა ადგილას მაშინ აფეთქდა, როდესაც დაახლოებით 35 ათასი შიიტი დილის ტრადიციული რელიგიური პროცესიისთვის ლაჰორის ქუჩებში მიდიოდნენ. აფეთქების შემდეგ, პროცესიის მონაწილეების ნაწილი პოლიციის შენობას დაესხა თავს, დაწვეს პოლიციის მანქანები და მოტოციკლეტები. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ჰაერში რამდენჯერმე ისრილა, რათა თავდამსხმელები მოეგერიებინა. პრემიერ მინისტრმა დაგმო ტერორისტული აქტი და აღნიშნა, რომ დამნაშავეები სასჯელს ვერ გაექცევიან.

XS
SM
MD
LG