Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენის აზრით, ერაყის ლიდერები მალე შექმნიან ახალ მთავრობას


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ერაყის ლიდერები მალე შექმნიან ახალ მთავრობას, რომელშიც ასახული იქნება მარტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ერაყში მონაწილეობა მიიღეს ცერემონიაში, რომლითაც აღინიშნა დაწყება ოპერაციისა "ახალი განთიადი". ასე ეწოდება ამერიკელი სამხედროების ახალ მისიას, რომელიც ერაყის ჯარების დახმარებასა და წვრთნას ითვალისწინებს. ცერემონია ბაღდადში გაიმართა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა ერაყში აშშ-ის საომარი ოპერაციების დასრულება. საზეიმო ცერემონია ბაღდადში გაიმართა სამშაბათს, მას მერე, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების ჯარებმა ერაყში დაასრულეს საბრძოლო ოპერაციები.
XS
SM
MD
LG