Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კავკასიაში თავდასხმებს ძალოვანი სტრუქტურების ორი თანამშრომელი ემსხვრეპლა


რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში თავდამსხმელებმა ძალოვანი სტრუქტურების ორი თანამშრომელი მოკლეს ორ სხვადასხვა ინციდენტში. დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა, როცა მისი მანქანა ააფეთქეს. ინგუშეთში კი თავდამსხმელები მილიციის თანამშრომლის სახლში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მილიციელი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაიჭრა. როგორც დაღესტნის მილიცია იტყობინება, მოკლულია მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო მილიციაზე ადრე განხორციელებულ თავდასხმაში. ის მოკლეს, როცა მან, დაპატიმრების მცდელობისას, ცეცხლი გაუხსნა მილიციის თანამშრომლებს.
XS
SM
MD
LG