Accessibility links

ვიქტორ იანუკოვიჩი ჩინეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში. როგორც პრეზიდენტის კანცელარიის უფროსმა, სერჰი ლიოვოჩკინმა უთხრა ჟურნალისტებს, იანუკოვიჩი, რომელმაც ვიზიტი ოთხშაბათს დაიწყო, სავარაუდოდ ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომლის მიზანია სავიზო რეჟიმის გამარტივების გზით კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლის განვითარება და ორ ქვეყანას შორის უკრაინელი და ჩინელი ჟურნალისტების მგზავრობის გაადვილება. ლიოვოჩკინის თქმით, დაგეგმილია ასევე, რომ ხელი მოეწერება შეთანხმებას გარემოს დაცვისა და კოსმოსში თანამშრომლობის შესახებ. როგორც იტყობინებიან, ჩინეთში იანუკოვიჩის მოგზაურობა 5 სექტემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG