Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკობაშვილი გაეროში გამართული შეხვედრების შედეგებს 7 სექტემბერს ელოდება


რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, გაეროში მისი შეხვედრების შედეგი გამოჩნდება 7 სექტემბერს, როდესაც ამ ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციის პროექტს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ. თემურ იაკობაშვილმა, რომელმაც ნიუ-იორკში ვიზიტი ახლახან დაასრულა, ”ახალი ამბების სააგენტო - საქართველოს” განუცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი სპეციფიკურია, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და დევნილთა უფლებებს შეეხება. იაკობაშვილის თქმით, რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერა კვლავ დაადასტურებს, რომ ეთნოწმენდის ძალით დაკანონება მსოფლიოსთვის მიუღებელია. სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, მაშინ როდესაც რუსეთი აქტიურად საუბრობს აფხაზეთში ქონების განაწილებაზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტრიბუნიდან იმის განცხადება, რომ ქონების სხვისთვის გადაცემა უკანონოა, სანამ მფლობელთა 80% შინ არ დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG