Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ გეიტსი ავღანეთში ჩავიდა


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი დღეს ჩავიდა ქაბულში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს ნატოს ჯარების სარდალთან, გენერალ დევიდ პეტრეუსთან და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან. ასევე მოსალოდნელია, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი ამერიკის ჯარებს შეხვდება. გეიტსი ავღანეთში ერაყიდან ჩავიდა. ავღანეთში გეიტსის ჩასვლისთვის ცნობილი გახდა, რომ პროვინცია თაკარში საერთაშორისო ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ათი ადამიანი. ამის შესახებ განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ფაიზ მოჰამად თავჰედიმ. ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებმა განაცხადა, რომ გამოძიებას აწარმოებს.
XS
SM
MD
LG