Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა დაითხოვა ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელები


ტაჯიკეთის პრეზიდენტმა იმომალი რახმონმა თითქმის მთელი შემადგენლობით დაითხოვა ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკები. ამ ნაბიჯის მიზეზად იქცა ციხიდან პატიმართა მასობრივი გაქცევა, რომელიც გასულ კვირაში განხორციელდა. 23 აგვისტოს, დუშანბეს გაძლიერებული რეჟიმის ერთ-ერთი ციხიდან გაქცევა მოახერხა 25-მა პატიმარმა, რომლებმაც ოპერაციის მსვლელობაში ხუთი ზედამხედველი მოკლეს. გაქცეულთა შორის იყვნენ პატიმრები, რომლებსაც ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში მონაწილეობისთვის.
XS
SM
MD
LG