Accessibility links

logo-print

ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სხდომა გაიმართება


დღეს, 3 სექტემბერს, ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი სხდომა გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ერთად, სავარაუდოდ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ, ასევე განიხილება შიდა და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები. პარლამენტში საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება.
XS
SM
MD
LG