Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა


იაპონიის მინისტრთა კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის თანახმად, სანქციები შეეხება ფინანსურ ოპერაციებზე ზედამხედველობასა და იმ პირების ანგარიშების გაყინვას, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან არიან დაკავშირებულნი. სანქციები შეეხება ასობით ჯგუფსა და ფიზიკურ პირს. შემზღუდავი სანქციები ირანის წინააღმდეგ იაპონიამ ერთი თვის წინაც შემოიღო.
XS
SM
MD
LG