Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი გმობს ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო მოლაპარაკებას


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაგმო ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო მოლაპარაკება, როგორც, მისი თქმით, „მკვდარშობილი“ და „მარცხისათვის განწირული“. ეს შეფასება აჰმადინეჟადმა პალესტინელებისადმი სოლიდარობის დღეს, თეირანში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა. პალესტინელებისადმი სოლიდარობის დღე ირანში ყოველ წელს აღინიშნება. აჰმადინეჟადმა დაცინვით მოიხსენია სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც გუშინ დაიწყო ვაშინგტონში პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს მონაწილეობით. ირანის პრეზიდენტმა როგორც განაცხადა, ახლო აღმოსავლეთის ხალხს „აქვს უნარი, მსოფლიო არენას მოაცილოს სიონისტური რეჟიმი“.
XS
SM
MD
LG