Accessibility links

logo-print

ვოლგოგრადის ოლქში ექვსამდე გაიზარდა ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში ხანძრების შედეგად დაღუპულების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. საგანგებო მდგომარობათა სამინისტროს მონაცემებით, დაიწვა 500-მდე სახლი, თავშესაფრის გარეშე დარჩა ათასამდე ადამიანი. ვოლგოგრადის ოლქის ოთხ რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ხანძრის კერების უმრავლესობა ლიკვიდირებულია. ხანძრების მიზეზად სახელდება სიცხე და ძლიერი ქარები. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გასცა დავალება, ვოლგოგრადისა და სარატოვის ოლქებისათვის, ბოლოდროინდელი ხანძრების შედეგებთან გასამკლავებლად, მილიარდი რუბლის გამოყოფის შესახებ.
XS
SM
MD
LG