Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი გააორმაგებს რუსეთში გაზის ექსპორტს


აზერბაიჯანი რუსეთში გაზის ექსპორტს გააორმაგებს შეთანხმებით, რომელიც დღეს გააფორმეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარმა“ და რუსეთის „გაზპრომმა“. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბაქოში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის დღევანდელი ვიზიტის დროს. შეთანხმების მიხედვით, 2011 წელს აზერბაიჯანი ორ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის რუსეთს, ხოლო 2012 წელს კიდევ უფრო გაზრდის ექსპორტის მოცულობას. დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე, მედვედევმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ილჰამ ალიევმა ვაჭრობისა და საერთო საზღვრის დელიმიტაციის საკითხები განიხილეს. როგორც მედვედევმა მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, მან და ალიევმა ისაუბრეს მოსკოვის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზეც, მეზობელ სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. მედვედევის გაანმარტებით, გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება.
XS
SM
MD
LG