Accessibility links

ქრისტიან-დემოკრატები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორად დაშლას ითხოვენ


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორად დაშლას ითხოვს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. მისი განცხადებით, ჯანდაცვის და ოჯახის დასაქმებისა და სოციალური დაცვის ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამინისტრო უნდა შეიქმნას. ქრისტიან-დემოკრატების შეფასებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ჯერ დანიშნული არ არის და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროთა მართვის სტრუქტურის მოსაწესრიგებლად შესაფერისი მომენტია.
XS
SM
MD
LG