Accessibility links

logo-print

გიორგი ტუღუშმა დევნილების მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა


საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში მოამზადა იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. გიორგი ტუღუშის განცხადებით, 80-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2010 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით და დევნილთა პრობლემებს სრულად მოიცავს. სახალხო დამცველის განმარტებით, ძირითადი პრობლემები საყოფაცხოვრებო პირობებს, ჯანდაცვას, ინფორმირებულობასა და საცხოვრებელი ფართების დაკანონებას უკავშირდება. თემის აქტუალობის გამო, მოხსენებაში აისახა აგვისტოში, დევნილთა გამოსახლებისას აღმოჩენილი დარღვევებიც. ანგარიშს და სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციებს გიორგი ტუღუში პარლამენტს უახლოეს ხანში წარუდგენს.
XS
SM
MD
LG