Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შეხვდა ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთის განსაკუთრებით სახიფათო რეგიონში მსახურობენ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი დღეს ავღანეთში შეხვდა ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში მსახურობენ. თალიბანი განსაკუთრებით აქტიურობს ამ რეგიონში. ბოლო თვეებმა ნატოს ჯარებს განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი მოუტანა, რაც უწინარეს ყოვლისა შეერთებული შტატების სამხედროებს ეხება. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის მონაცემებით, წელს ავღანეთში 326ი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. სულ ნატომ მიმდინარე წელს 493ი მებრძოლი დაკარგა, მაშინ როცა მთელი შარშანდელი წლის მანძილზე 521 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ავღანეთში ვიზიტის პირველ დღეს, ხუთშაბათს, რობერტ გეიტსი შეხვდა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების სარდალს, ამერიკელ გენერალ დევიდ პეტრეუსს.
XS
SM
MD
LG