Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 65-მდე გაიზარდა ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა.


პაკისტანის პოლიციის ცნობით 65-მდე გაიზრად პარასკევს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მას შემდეგ, რაც ღამის განმავლობაში რამდენიმე მძიმედ დაჭრილი პაციენტი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. საავადმყოფოებში რჩება 150 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. პაკისტანის ქალაქ კუეტაში შიიტების სადღესასწაულო შეკრების დროს მომხდარი თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მაშინ მოაწყო, როცა შიიტი მუსლიმანები შეიკრიბნენ რამადანის ბოლო დღეს, პალესტინელებისადმი სოლიდარობის დღე "ალ-ყუდის" აღსანიშნავად. მომხრადზე პასუხიმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა, რომელიც იმუქრება, რომ ტერაქტებს ევროპასა და ამერიკსი შეერთებულ შტატებშიც მოაწყობს. პარასკევის იერიშამდე ორი დღით ადრე, ასევე შიიტების შეკრებაზე მოწყობილი აფეთქებების შედეგად 35-მდე ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში.
XS
SM
MD
LG