Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში თავს დაესხნენ მინისტრთა კაბინეტის წევრს


დაღესტნის ხელისუფლების წარმომადგენელი დაიჭრა დღეს, მის მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. პოლიციის თქმით, დაღესტნის ეროვნების, რელიგიისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ბეკმურზა ბეკმურზაევი მიღებული შოკის შედეგად ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიღებული ჭრილობებისაგან დაიღუპა მინისტრის მძღოლი. დაიჭრა მინისტრის დაცვის ორი წევრი. უმეტესად მუსლიმანებით დასახლებული დაღესტანი ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო ხშირად ფიგურირებს საინფორმაციო გამოშვებებში ისლამისტთა გახშირებული იერიშებისა და სხვა სახის ძალადობის გამო.
XS
SM
MD
LG