Accessibility links

logo-print

ავიაკატასტროფას ახალ ზელანდიაში 9 ადამიანი შეეწირა


9 კაცი დაიღუპა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე მომხდარი საავაიაციო კატასტროფის შედეგად. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა აფრენიდან რამდენიმე წუთში, რის შედეგადაც მფრინავი და რვა მგზავრი დაიღუპა. კატასტროფა მოხდა ქალაქ ფოკს გლასიერში, ქალაქ კრაისტჩერჩიდან 150 კილომეტრის დაშორებით. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ავიაკატასტროფა მიწისძვრას, რომელიც კრაისტჩერჩში მოხდა. სეისმოლოგთა ცნობით მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 ბალს აღწევდა. ქალაქში ძლიერი ნგრევა დაფიქსირდა. იტყობინებიან, რომ ორი ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG