Accessibility links

logo-print

მთიან ყარაბაღთან კვლავ მოხდა შეიარაღებული შეტაკება


თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება იტყობინება, რომ აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული შეტაკება მოხდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომეხმა სამხედროებმა მოიგერიეს აზერბაიჯანიდან გადმოსული სამხედრო ჯგუფის შეჭრის მცდელობა მთიან ყარაბაღში და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს. აზერბაიჯანმა დაადასტურა ტერტერის რაიონში მომხდარი ინცინდენტი, ოღონდ როგორც სომხური რაზმის მხრიდან მომხდარი შეტევის მცდელობა. კონფლიქტის მხარეები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ მთიანი ყარაბაღის გარშემო. პარასკევს ბაქოში კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები განიხილავდნენ.
XS
SM
MD
LG