Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა არ უნდა გააჭიანუროს რუსეთთან შეთანხმების რატიფიკაცია


მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გააჭიანუროს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე რუსეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაცია. ამის თაობაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ როუზ გოტემიოლერმა პარასკევს განაცხადა. რაც უფრო გაჭიანურდება ეს პროცესი, მით უფრო ბუნდოვანი წარმოდგენა ექნება ვაშინგტონს რუსეთის ხელთ არსებული ბირთვული იაარღის შესახებ, - მიიჩნევს არემრიკელი დიპლომატი. ძველი შეთანხბის მოქმედების ამოწურვის პარალელურად, ორმხრივი საკონტროლო ინსპექციების ვადა ამოიწურა. სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ხალ შეთანხებას პრაღაში ხელი ამა წლის აპრილში მოეწერა, თუმცა იგი დღემდე არ არის რატიფიცრებული შეერთებული შტატების სენატის მიერ.
XS
SM
MD
LG